понедельник, 25 ноября 2019 г.

სოციალური პროექტი-საყვარელი ბიბლიოთეკა


სოციალური  პროექტი -„საყვარელი  ბიბლიოთეკა“

ავტორი - სსიპ   გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ვაზიანის  მე-2  საჯარო  სკოლის  მასწავლებელი  ტურფა  ჭიკაიძე
მონაწილეები - მე-2კლასის მოსწავლეები
პერიოდი - 11.10.2019-  20.11.2019
თემის აქტუალობა - სკოლის  ბიბლიოთეკას  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებაში  თავისი  ფუნქციები  აკისრია  და  ის  დადგენილი  წესებითა  და  მეთოდებით  ემსახურება  მოსწავლეებს.  სწავლის  პროცესის  სრულყოფილად  წარმართვისთვის  აუცილებელია  ბიბლიოთეკა  სკოლის  ყოველდღიური    ცხოვრების  განუყოფელ  ნაწილად  აღიქმებოდეს.  სკოლის  ბიბლიოთეკით  აქტიურად  სარგებლობა  ხელს  უწყობს  მოსწავლეებში  წიგნიერების  დონის  ამაღლებას.  სკოლის  ბიბლიოთეკის  დანიშნულებაა  მოსწავლეებმა  მიიღონ  ცოდნის  მაქსიმუმი  და  მაღალი  ზნეობის  ადამიანებად  აღიზარდონ.  სასკოლო  ბიბლიოთეკის  რესურსი  თანაბრად  ხელმისაწვდომი  უნდა  იყოს  მოსწავლეებისთვის  და  მასწავლებლებისთვის  რადგან  სასკოლო  ბიბლიოთეკა  საჭიროა  განათლების  ხარისხის  ასამაღლებლად  და  ინფორმაციის  მოსაპოვებლად.  მიუხედავად  ამისა  თანამედროვე  სასკოლო  ბიბლიოთეკა  ვერ  ასრულებს  თავისზე  დაკისრებულ  ფუნქცია  მოვალეობებს.  ამიტომ  მოსწავლეები  ვერ  სარგებლობენ  სათანადოდ  საბიბლიოთეკო  მომსახურებით.  ამის  მიზეზია  მოუწესრიგებელი  ინფრასტრუქტურა.  გარდა  ამისა  მოსწავლეთა  საყვარელი  საკითხავი  ჟანრები  მეტად  მრავალფეროვანია  და  ამ  ინტერესების  დაკმაყოფილებას   ბიბლიოთეკა  თავისი  მოძველებული  წიგნებით  ვერ  ახერხებს.  ყოველივე  ამის  გამო  მე  და  ჩემმა  მოსწავლეებმა  მივიღეთ  გადაწყვეტილება  შეძლებისდაგვარად  დავხმარებოდით  ჩვენი  სკოლის  ბიბლიოთეკას,  დაგვეგეგმა  და  განგვეხორციელებინა  სოციალური  პროექტი  „ჩვენი  ბიბლიოთეკა“.

პროექტის მიზანი
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)   საზოგადოების, განათლებისა და სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული  ღირებულებების  მიმართ  საკუთარი  პასუხისმგებლობის  გააზრება;
ბ) კომუნიკაცია  ინდივიდებთან  და ჯგუფებთან.
გ) დაახლოვოს მშობელი სასკოლო გარემოსთან, მეტად ჩართოს იგი სკოლის ცხოვრებასა და მოსწავლეთა წარმატების მიღწევაში.
პროექტის ამოცანები
გამოცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი  ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დახატავენ მათთვის სასურველი სკოლის ბიბლიოთეკის შენობას;
v  გამოცხადდება ,,ხელნაკეთი წიგნების “ კონკურსი;
v  დამზადდება წიგნის სანიშნეები;
v  ჯგუფებში დამზადდება ბიბლიოთეკისთვის წიგნების მუყაოს გამყოფები;
v  ჩატარდება პრეზენტაცია და გამოვლინდება გამარჯვებული;
v  პროექტის  დასკვნითი ეტაპი: კონკურსის შედეგების განხილვა.
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. სამუშაო შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
3. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. პროექტის ყველა ეტაპის მსვლელობისას პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
6.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
7. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაც
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი წვლილის შეტანით სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
მუყაო, წიგნები, ელექტრონული - Word  Excel  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. სანიშნეების რაოდენობით.;
2. ხელნაკეთი წიგნების   რაოდენობით;
3..პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
4.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1. მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება ყველა ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად, სასკოლო ღია კარის დღეები.
პროექტის კალენდარი


აქტივობის აღწერა
ჩატარების დრო
1
პროექტის იდეის , მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
11.10.2019
2
სამუშაო  შეხვედრები  მშობლებთან  და  სკოლის  ადმინისტრაციასთან  პროექტის  არეალის  გაფართოების   მიზნით;
15.10.2019
3
პროექტის  ეტაპებზე  პასუხისმგებელი  პირების  შერჩევა;
17.10.2019
4
ხელნაკეთი  წიგნების  მაკეტის  გაცნობა;
22.10.2019
5
წიგნების  დაწერა  ილუსტრაციების   დახატვა;
29.10.2019
6
  სანიშნეებისა  და  გამყოფების  დამზადება;
01.11.2019
7
დაზიანებული  წიგნების  შეკეთება;
05.11.2019
8
ნახატების  კონკურსი  „ჩემი  ბიბლიოთეკა“ ჩატარება;
12.11.2019
9
საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია.

20. 11.2019







    
















четверг, 21 ноября 2019 г.

საწრეო მუშაობა ქართულ ენაში


საწრეო მუშაობა

წრის სახელწოდება:   „ენა ქართული- დედაა ჩვენი“
მასწავლებელი:    ტურფა ჭიკაიძე
სკოლა:   სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის №2 საჯარო სკოლა
წრის მოკლე დახასიათება: წრის მიზანია,მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საპროგრამო მასალის მიხედვით ქართულ ენაში. საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის იმიტომ,რომ მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში,რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება, თუ  გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას. მოსწავლეებს შევთავაზებ  მრავალფეროვან აქტივობებს, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოვიდეს.  გამოვიყენებ  შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,დავალების ბარათები,  ფერადი წებოვანი ფურცლები, შუქნიშნის ბარათები.

წრის მოსწავლეთა  სია:
1.სანიკიძე  ნატო
2.საღლიანი  მარიამი
3.ფირუზაშვილი  გიორგი
4.ფარჯიანი  ანამარიამი
5.შუკვანი  ბარბარე
6.შაროიანი  ლუკა
7.ხაბულიანი  გაბრიელ
8.ხერკელაძე  ელისაბედ
9.ხალილოვა  თურანე
10.ქავთარაძე  მარიამი

         
წრის  პროგრამა
                                                                          მე-II  კლასი
2019-2020 სასწავლო წელი, I სემესტრი
მეცადინეობა  ჩატარდება კვირაში ერთხელ,ორშაბათს
N
თარიღი
                         თემის დასახელება
   საათების რაოდენობა
1
7.10
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა. ასო-ბგერების გახსენება და კარნახით სიტყვების ჩაწერა.

40 წთ
2
14.10
მარცვალი, რაობა .  ორმარცვლიანი სიტყვების დამარცვლა.

40 წთ
3
21.10
მცირე მოცულობის ტექსტიდან ორმარცვლიანი სიტყვების ამოკრება.
40 წთ
4
28.10
სამ და ოთხმარცვლიანი სიტყვების დამარცვლა.
40 წთ
5
04.11
სიტყვის დამარცვლა და სტრიქონიდან სტრიქონზე გადატანის წესები.
40 წთ
6
11.11
წინადადება, რაობა . ორსიტყვიანი და სამსიტყვიანი წინადადებების შედგენა .
40 წთ
7
18.11
არეული სიტყვებით წინადადების სწორად შედგენა.
40 წთ
8
25.11
ტექსტიდან ორ, სამსიტყვიანი წინადადებების ამოწერა.
40 წთ
9
02.12
ერთსიტყვიანი წინადადება. დამარცვლა და გადატანა.
40 წთ
10
09.12
საგნის სახელი. კითხვების მიხედვით არსებითი სახელის ამოცნობა.
40 წთ
11
16.12
სასვენი ნიშნები
40 წთ
12
23.12
შემაჯამებელი ტესტი
40 წთ















                                                                   დასწრების აღრიცხვა
წრის სახელწოდება:   „ენა ქართული დედაა ჩვენი“
მასწავლებელი: ტურფა ჭიკაიძე

N
გვარი
სახელი
თარიღი
ხელმოწერა
1
სანიკიძე
ნატო


2
საღლიანი
მარიამი


3
ფირუზაშვილ
გიორგი


4
ფარჯიანი
ანამარიამი

5
შუკვანი
ბარბარე


6
შაროიანი
ლუკა


7
ხაბულიანი
გაბრიელ


8
ხერკელაძე
ელისაბედ


9
ხალილოვა 
თურანე


10
ქავთარაძე
მარიამი

















                              მოსწავლის კითხვარი 
            გვარი ,სახელი ----------------------------------------------
•         დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენის  წრის შექმნის შესახებ? 

 ა)დიახ           ბ) არა 

1.                  საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში? 
               ა)დიახ           ბ) არა

1.                  საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი? 
              ა)დიახ           ბ) არა
1.                  იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო? 
               ა)დიახ           ბ) არა
      5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 
            1    2    3    4    5    6    7    8    9    10










                              მშობლის კითხვარი 
             გვარი ,სახელი ----------------------------------------------
•         დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენის  წრის შექმნის შესახებ? 

             ა)დიახ           ბ) არა

1.                  საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში თქვენს შვილს? 
             ა)დიახ           ბ) არა

1.                  საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი თქვენი შვილისთვის? 
               ა)დიახ           ბ) არა
2 .  იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო მოსწავლეთათვის? 
               ა)დიახ           ბ) არა
3.  რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 

         1    2    3    4    5    6    7    8    9    10