სოციალური პროექტი -„საყვარელი ბიბლიოთეკა“
ავტორი - სსიპ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლის
მასწავლებელი ტურფა ჭიკაიძე
მონაწილეები - მე-2კლასის მოსწავლეები
პერიოდი - 11.10.2019-
20.11.2019
თემის აქტუალობა - სკოლის ბიბლიოთეკას
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში თავისი ფუნქციები
აკისრია და ის
დადგენილი წესებითა და
მეთოდებით ემსახურება მოსწავლეებს.
სწავლის პროცესის სრულყოფილად
წარმართვისთვის აუცილებელია ბიბლიოთეკა
სკოლის ყოველდღიური ცხოვრების
განუყოფელ ნაწილად აღიქმებოდეს.
სკოლის ბიბლიოთეკით აქტიურად
სარგებლობა ხელს უწყობს
მოსწავლეებში წიგნიერების დონის
ამაღლებას. სკოლის ბიბლიოთეკის
დანიშნულებაა მოსწავლეებმა მიიღონ
ცოდნის მაქსიმუმი და
მაღალი ზნეობის ადამიანებად
აღიზარდონ. სასკოლო ბიბლიოთეკის
რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომი
უნდა იყოს მოსწავლეებისთვის და
მასწავლებლებისთვის რადგან სასკოლო
ბიბლიოთეკა საჭიროა განათლების
ხარისხის ასამაღლებლად და
ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად
ამისა თანამედროვე სასკოლო
ბიბლიოთეკა ვერ ასრულებს
თავისზე დაკისრებულ ფუნქცია
მოვალეობებს. ამიტომ მოსწავლეები
ვერ სარგებლობენ სათანადოდ
საბიბლიოთეკო მომსახურებით. ამის
მიზეზია მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. გარდა
ამისა მოსწავლეთა საყვარელი
საკითხავი ჟანრები მეტად
მრავალფეროვანია და ამ
ინტერესების დაკმაყოფილებას ბიბლიოთეკა
თავისი მოძველებული წიგნებით
ვერ ახერხებს. ყოველივე
ამის გამო მე
და ჩემმა მოსწავლეებმა
მივიღეთ გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით
ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას,
დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა სოციალური
პროექტი „ჩვენი ბიბლიოთეკა“.
პროექტის მიზანი
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) საზოგადოების, განათლებისა
და სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული ღირებულებების
მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) დაახლოვოს მშობელი სასკოლო
გარემოსთან, მეტად ჩართოს იგი სკოლის ცხოვრებასა და მოსწავლეთა წარმატების მიღწევაში.
პროექტის ამოცანები
გამოცხადდება
ნახატების კონკურსი „ჩემი ბიბლიოთეკა“, რომლის
ფარგლებში მოსწავლეები დახატავენ მათთვის სასურველი სკოლის ბიბლიოთეკის შენობას;
v
გამოცხადდება
,,ხელნაკეთი წიგნების “ კონკურსი;
v
დამზადდება
წიგნის სანიშნეები;
v
ჯგუფებში
დამზადდება ბიბლიოთეკისთვის წიგნების მუყაოს გამყოფები;
v
ჩატარდება
პრეზენტაცია და გამოვლინდება გამარჯვებული;
v
პროექტის დასკვნითი ეტაპი: კონკურსის შედეგების განხილვა.
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. სამუშაო შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის
არეალის გაფართოების მიზნით;
3. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. პროექტის ყველა ეტაპის მსვლელობისას პროცესში მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა;
6.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
7. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია,
რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაც
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის
მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი
წვლილის შეტანით სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან
სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
მუყაო, წიგნები, ელექტრონული - Word Excel
Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. სანიშნეების რაოდენობით.;
2. ხელნაკეთი წიგნების რაოდენობით;
3..პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
4.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1. მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება ყველა
ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების
გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ
შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,
სასკოლო ღია კარის დღეები.
პროექტის კალენდარი
აქტივობის აღწერა
|
ჩატარების დრო
|
||
1
|
პროექტის იდეის , მიზნისა და ამოცანების
დამუშავება;
|
11.10.2019
|
|
2
|
სამუშაო შეხვედრები
მშობლებთან და სკოლის
ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის
გაფართოების მიზნით;
|
15.10.2019
|
|
3
|
პროექტის ეტაპებზე
პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
17.10.2019
|
|
4
|
ხელნაკეთი წიგნების
მაკეტის გაცნობა;
|
22.10.2019
|
|
5
|
წიგნების დაწერა
ილუსტრაციების დახატვა;
|
29.10.2019
|
|
6
|
სანიშნეებისა და გამყოფების დამზადება;
|
01.11.2019
|
|
7
|
დაზიანებული წიგნების
შეკეთება;
|
05.11.2019
|
|
8
|
ნახატების
კონკურსი „ჩემი ბიბლიოთეკა“ ჩატარება;
|
12.11.2019
|
|
9
|
საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც
დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია.
|
20.
11.2019
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий