среда, 20 ноября 2019 г.

საწრეო მუშაობა მათემატიკაში


წრის სამუშაო გეგმა

წრის დასახელება: „უკეთ ვისწავლოთ მათემატიკა“
სკოლა: სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფელ ვაზიანის №2 საჯარო სკოლა
კლასი: II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
საგანი:  მათემატიკა
მასწავლებელი: ტურფა ჭიკაიძე
წრის მიზანი: ამოცანების მოკლე ჩანაწერების გაკეთება და ამოხსნა.
 სწავლება შეუქმნის მოსწავლეებს    საფუძველს, როგორც  მათემატიკური      ცოდნის    მიმართ,  ასევე  მათემატიკის  შემდგომი  შესწავლისთვის  შესაბამისი უნარების განვითარების მხრივაც.  მოსწავლე  შეძლებს  ერთმანეთს  შეუსაბამოს  რიცხვები,შეადაროს  საგნები ,ერთმანეთთან  დააკავშიროს  თვლა,  რიცხვებს  შორის  დამოკიდებულებები  და  შეკრება-გამოკლების  მაგალითები.მათემატიკის  ცოდნა  გამოიყენოს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში. 
          მეცადინეობებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას ით-მეტი, ით-ნაკლები, საგანთა მიმდევრობის თვლასთან დაკავშირებას.  მოსწავლეებმა ისწავლონ შეკრება-გამოკლების წესები, ციფრების  სწორი ჩაწერა, ამოცანის შემადგენელი ნაწილების დამახსოვრება, განსხვავება. რეპროდუცირებისთვის გამოვიყენებ ციფრთა მაგნიტურ ბარათებს ერთის ბიჯით წინ-უკან ციფრთა მომდევრობის ჩასაწერად,GIPRIED-ის პლაკატებს მიმატება-გამოკლების დასახასიათებლად და ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოსათვლელად.
მოსწავლეებმა ისწავლონ შეკრება-გამოკლების წესები, ციფრების  სწორი ჩაწერა, ამოცანის შემადგენელი ნაწილების დამახსოვრება,  წრე განკუთვნილია  მეორე კლასის მოსწავლეებისთვის.  მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე მათთვის წრის მეცადინეობებზე დასწრება იქნება კარგი საშუალება ისწავლონ ამოცანის მოკლე ჩანაწერის გაკეთება და ამოხსნა.
             მათემატიკური მცნებების ცოდნა და უნარები:
·         მცნებების ცოდნა;
·         ციფრთა ჩაწერის ცოდნა;
·         მიმდევრობის დასრულების უნარ-ჩვევები;
·         ამოცანის მოკლედ ჩაწერა;
·         ამოცანის ამოხსნა.
კომუნიკაციური უნარები:
·         დათვლა;
·         ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჩაწერა;
·         ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა;
·         ზეპირი კომუნიკაცია;
·         წერითი კომუნიკაცია.
       საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულა აქტივობებს.
სასწავლო რესურსები: საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,  ფერადი  ცარცი,  კომპიუტერი,  მაგნიტური  დაფა,  სახელმძღვანელო, პლაკატები.
                 მასწავლებელი  არეგისტრირებს  მუშაობაში  მსურველ  ბავშვებს,  მათ  მშობლებს  გააცნობს    წრის  მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს  ინდივიდუალურად  დაურიგებს 
წინასწარ  გამზადებულ  ბარათებს  და  სთხოვს  შეავსონ  კითხვარი,  თუ  რა  მოლოდინი  აქვთ  წრის   მუშაობის  პროცესში
წრის  სამუშაო  პროგრამა:
1. ვემზადებით  ორნიშნა რიცხვების  შესასწავლად   
·         რამდენია  დავითვალოთ  ;
·         რომელია  პირველი?   
·         მეტია,  ნაკლებია,რამდენით? 
       
            2.დავუმატოთ,  გამოვაკლოთ .
·         რიცხვის  გაზრდა,  შემცირება;
·         რაოდენობის შესაბამისი რიცხვის დასახელება . 
          
            3.  ვიყენებთ  მათემატიკურ  ნიშნებს. 
·         რიცხვებს  შორის  მიმართების  ჩაწერა. 
·         ტოლობისა  და  უტოლობის  ცნების  აღწერა.
            4 ) შევადაროთ  მიმდევრობები.
·         განლაგების  წესისი  შედარება.
·         მოცემული  ფრაგმენტის  მიხედვით  მიმდევრობის  ღია  პოზიციის  შევსება.
             5.  ნულის  თვისებები.ნულის  მიმატება  და  გამოკლება.
·         ნულის  ადეკვატური  გამოყენება.
·         ნულის  თვისებები  შეკრება-  გამოკლებისას.
            6 .შესაკრებები,ჯამი .
·         შეკრების  თვისებების  გამოყენება .
·         რიცხვის  მიღების  სხვადასხვა  ხერხის  გამოყენება;
           
         7.  ამოვხსნათ  ამოცანები.
·         რამდენ  ნაწილისგან  შედგება  ამოცანა .
·         რომელ  ნაწილში  გამოგვადგება  შეკრება-გამოკლების  ოპერაცია.                                                                                                                                                                                                                                         
          8. შემაჯამებელი საწრეო მუშაობა.
·         შემაჯამებელი ტესტი;
·         ზეპირი გამეორება.

                              წრის მოსწავლეთა სია:
1. სანიკიძე ნატო
2. საღლიანი მარიამი  
3. ფირუზაშვილი გიორგი
4. ფარჯიანი ანამარიამი
5. შუკვანი ბარბარე6.
6.  შაროიანი ლუკა
7. ხაბულიანიმ გაბრიელ
8. ხერკელაძე ელისაბედი
9. ხალილოვა თურანა
10. ქავთარაძე მარიამი

გამოყენებულიმასალა: სახელმძღვანელო( მათემატიკა  მე-2  კლასი  ავტორები:  გურამ  ბერიშვილი,  იათამზე  კოტეტიშვილი,  ბაკურ  სულაკაური.  ბაკურ  სულაკაურის  გამომცემლობა),პორტალიkargiskola.ge
საწრეომუშაობისხანგრძლივობა: საწრეო მუშაობა გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში. (2019 წლის 20 სექტემბრიდან - 2019  წლის 20 დეკემბრამდე). 
ერთი     შეხვედრის ხანგრძლივობა: 40 წუთი
შეხვედრების განრიგი:

N
საწრეომუშაობისგანრიგი
1
20.09.2019
2
27.09.2019
3
04.10.2019
4
18.10.2019
5
01.11.2019
6
15.11.2019
7
29.11.2019
8
13.12.2019
9
20.12.2019

                                            დასწრებისაღრიცხვა
წრის    სახელწოდება„უკეთ   ვისწავლოთ     მათემატიკა“
                                  მასწავლებელიტურფა  ჭიკაიძე

N
გვარი
სახელი
თარიღი
ხელმოწერა
1
სანიკიძე 
ნატო


2
საღლიანი
მარიამი


3
ფირუზაშვილი
გიორგი


4
ფარჯიანი
ანამარიამი


5
შუკვანი
ბარბარე


6
შაროიანი
ლუკა


7
ხაბულიანი 
გაბრიელი


8
ხერკელაძე
ელისაბედი


9
ხალილოვა 
თურანე


10
ქავთარაძე
მარიამი



კითხვარი   მშობლებისათვის
სახელი:
გვარი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა) დიახ;      ბ)არა.
2. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა
3. როგორ ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში, თუ  ხათრის გამო?

4.  რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?

----------------------------------------------------------------------------------------





 მოსწავლის კითხვარი
            გვარი ,სახელი  ---------------------------------------------      

1.                  დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია მათემატიკის წრის შექმნის შესახებ?




--------------------------------------------------------





2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?



------------------------------------------------------
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო  თუ
არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
---------------------------------------------------------

4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

---------------------------------------------------------


5.როგორ  შეაფასებდით საწრეო მუშაობას?



---------------------------------------------------------------------













                                       





















         
   

 აწრეო მუშაობის რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის  პირველ სემესტრში შეიქმნა .წრე „უკეთ ვისწავლოთ მათემატიკა““, მასში II  კლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებული. წრე ტარდება ან ო ორ კვირაში ერთხელ, პარასკევს, მე-  6     გაკვეთილზე.  წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის სააზრვნო  უნარების განვითარებას.

საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მთემატიკაში,საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ , რაც მომავალში მათ განუვითარებს სწრაფი აზროვნების ნარს საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ  მათემატიკის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა.

საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე. ამ 
მიმართულებით ჩავატარე   გამოკითხვა მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიან, როგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.

თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების მენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება მათემატიკის მიმართ. ამ მიზნით სამუშაოს  დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს, ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს,რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია, მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.

საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:

 გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
 მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
 მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორპასუხამდე.

მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.



Комментариев нет:

Отправить комментарий