четверг, 14 ноября 2019 г.

სოციალური პროექტი-დედა, ყოველი რაც კი კარგია


სოციალური  პროექტი
დედა ,ყოველი  რაც  კი  კარგია’’.
ავტორი - სსიპ  გარდაბნისმუნიციპალიტეტის  სოფელ  ვაზიანის  მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი :  ტურფა  ჭიკაიძე

კლასი - მე-2
პერიოდი - 01.10.2019-22.11.2019 წ.
მონაწილეები-სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.

თემის აქტუალობა


დედა-  ერთ-ერთი  ყველაზე  ლამაზი  სიტყვაა,  რაც  ადამიანს  ოდესმე  წარმოუთქვამს.  დედა  მარტო  დედა  არაა,  ყველაფერია,  რაც  ამ  ქვეყანასთან  გვაკავშირებს,  რასაც  სიცოცხლე  ჰქვია.

                     ედავ-სიცოცხლის  დიდო  საწყისო
                     დედავ-ცხოვრების  ბურჯო  მაგარო
                     ეს  გული  შენი  გულით  ხალისობს
                      შენი  თვალებით  ვხედავ  სამყაროს
ჩვენ  ყველა  ბავშვობიდან  მოვდივართ,  რომელიც  ჩვენს  მეხსიერებაში  ყველაზე  ლამაზი,  თბილი  და  სანატრელია.  ჩვენი  ბავშვობა  კი  დედის  სითბოსთან  ასოცირდება.  დედა  ხომ  ის  ადამიანია,  რომელსაც  შვილის  გამო  ხშირად  ცრემლი  უღვრია,  რომელიც  სულ  შვილების  მომავალზე  ფიქრობს  და  ნერვიულობს  და  მათ  ლოდინში  აქვს  თვალები  დაღლილი.  დედა  ყოველთვის  მოელის  ჩვენგან  ყურადღებას,  ბედნიერების  განცდას  და  სითბოს,  თუმცა  სამწუხაროა  რომ  ჩვენ  ყოველთვის  არ  ვიჩენთ  დედებისადმი  იმ  სითბოს,ყურადღებას  და  მზრუნველობას  რასაც  ისინი  იმსახურებენ.  ამბობენ  ქალი  სუსტია,  მაგრამ  დედაა  ძლიერი.  განსაკუთრებით  ძლიერნი  არიან  მრავალშვილიანი  დედები,  რომლებიც  მიუხედავად  გაჭირვებისა    მრავალ  შვილს  უზრდიან  სამშობლოს.  ახალგაზრდა  მრავალშვილიან  ოჯახებს  მხარდაჭერა,  წახალისება  სჭირდება  და  რაც  უფრო  მეტი  თანადგომა  იქნება  ხალხის  მიერ,  მით  მეტ  შვილს  იყოლიებს  ოჯახი.  ქვეყანაში ,  სადაც  საკმაოდ  მძიმე  დემოგრაფიული    მდგომარეობაა,  მრავალშვილიანი   ოჯახების  პრობლემების  გათვალისწინება,  მათი  მხარდაჭერა  და  თუნდაც  მცირედით  დახმარება  ძალიან  მნიშვნელოვანია,  რადგან  ქვეყნის  ძლიერება  ძლიერ  მრავალშვილიან  ოჯახებზე   დგას.
   მე  და  ჩემმა  მოსწავლეებმა  გადავწყვიტეთ  დავხმარებოდით  მრავალშვილიან  დედას  და  დავგეგმეთ  სოციალური  პროექტი.

     
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
·         ქვეყნის  ინტერესების, ტრადიციებისა  და  ღირებულებების  მიმართ  საკუთარი  პასუხისმგებლობის  გააზრება;
·         კომუნიკაცია  ინდივიდებთან  და  ჯგუფებთან;
·         ტოლერანტობისა  და  ემპათიის  გრძნობის  გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები: ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება, მრავალშვილიან  დედასთან  სტუმრობა.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი  მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3. III ეტაპი - მზადება გიორგობის  დღესასწაულისადმი  მიძღვნილი  ღონისძიებისთვის.
4. IVეტაპი - მრავალშვილიან  დედასთან -  სახლში  სტუმრობა ;
5. V ეტაპი -საგიორგობოდ ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და  შეგროვილი ,საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა.

განხორციელების გზები -
1.      პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.      მშობელთა კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5.  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
6.  აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
ა)  ტანსაცმლის შეგროვება;
ბ)  პროდუქტის შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ) ბენეფიციართან სახლში   ტანსაცმლის, საკვები  პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
ზ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ დედების მიმართ, რომლებიც მრავალშვილიანნი  არიან  და  სამშობლოს  მრავალ  შვილს  უზრდიან. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ დედებისა  და  ბავშვების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული - Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის  რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის  რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე მოსწავლეების  რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.      მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების  პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ მარავალშვილიანი დედასთან  წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო 23  ნოემბრისთვის მობილიზება.

პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
01.10
08.10
15.10
22.10                                                 
29.10
06.11


14.11
22.11
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება

    X








2. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;


X






3.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;


  X







4. პროექტის ხუთივე  ეტაპის განხორციელების  პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;




X




5.საკვები პროდუქტისა,სათამაშოების და  ტკბილეულის შეგროვება;




X



6.ვიზიტი-მრავალშვილიან დედასთან’,ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.





X


7. საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;






X

8.პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.








X






























Комментариев нет:

Отправить комментарий