среда, 6 ноября 2019 г.

სოციალური პროექტი-ბუნების ქომაგნი

დაკავშირებული სურათი

სოციალური პროექტი -  ბუნების ქომაგნი

ავტორი -სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის 2  საჯარო სკოლის მასწავლებელი ტურფა ჭიკაიძე
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი -II
პერიოდი -18.09- 25.10
თემის აქტუალობა -
ცნობილია  რომ  გარემოს  დაცვის  პრობლემა  ძალიან  აქტუალურია  მთელ  მსოფლიოში.  ბუნება  ჩვენგან  დამოუკიდებლად  არსებობს  და  მასში  ადამიანის  დაუფიქრებლად  ჩარევა  ხშირად  სავალალო  შედეგებს  იძლევა.  ხშირად  ადამიანები  ეგოისტურად  ფიქრობენ  საკუთარი  კომფორტის  შექმნაზე  და  ავიწყდებათ,  რომ  განადგურებული  ბუნება  და  დაბინძურებული  გარემო  ისევ  ადამიანის  ჯანმრთელობას  აყენებს  ზიანს,  რადგან  ადამიანი  ბუნებაზეა  დამოკიდებული  და  ჯანმრთელობისათვის  აუცილებლად  სჭირდება  სუფთა  ჰაერი,  ეკოლოგიურად  სუფთა  პროდუქტებით  კვება  და  ჯანსაღ  გარემოში  ცხოვრება.  თუ  ადამიანი  უფრთხილდება  ბუნებას  ის  ასევე  უფრთხილდება  საკუთარ  ჯანმრთელობასაც  ამიტომ  ადამიანმა  ყველა  ღონისძიებას  უნდა  მიმართოს,  რომელიც  ხელს  შეუწყობს  გარემოს  დაზიანების  აღმოფხვრას.  იმ  ღონისძიებებში,  რომელიც  ბუნების  დაცვისაკენ  არის  მიმართული, სასურველია  თავისი  წვლილი  შეიტანონ  მოსწავლეებმა,  მათმა  მშობლებმა  და  მასწავლებლებმა.

      დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეებს  იკვე  უვითარდება  ის  უნარ-ჩვევები,  რომელთაგან  პრიორიტეტულია  გარემოზე  დაკვირვება  და  გარემოსადმი  პოზიტიური  დამოკიდებულების,  გარემოზე  პასუხისმგებლობის,  მასზე  ზრუნვისა  და  გაფრთხილების  აუცილებლობის  გრძნობა.  დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეებმა  უნდა  შეძლონ  მიღებული  ცოდნისა  და  შეძენილი  გამოცდილების  ყოველდღიურ  ცხოვრებაში  გამოყენება.

  პროექტის მიზანი
განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
 პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე თესავენ  მცენარეებს შემდგომი დარგვისთვის ნიადაგში , უვლიან ჩითილებს , ამრავლებენ ყვავილებს ;
2. II ალაგებენ  სკოლის  და/ან მიმდებარე ტერიტორიას.
3.III ეტაპზე რგავენ და უვლიან  ნერგებს და ყვავილებს;
4. კლასის მოსწავლეები/მშობლები პროექტში ჩართავენ სხვა კლასის/კლასების მოსწავლეებსა და მშობლებს, სკოლის თემის ჩართვით სკოლაში მოეწყობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის: ნერგების და სხვა მცენარეების  შეგროვება, ხეების დარგვისა და საქველმოქმედო ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
ყვავილები, ნერგები,  ელექტრონული - Word , Excel,  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.დალაგებული ტერიტორიის რაოდენობით;
2.დარგული მცენარეების რაოდენობით;
3.საქველმოქმედო დახმარებაში აქტივობით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი, პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,  ღია კარის დღეები, კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
18.09.19
25.09.19
02.10.19
.09.10.19
16.10.19
23.10.19
25.10.19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

  X
 
  



3. პროექტის სამი ეტაპის  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;



X



  


4.ინტერვენცია-
მცენარეების დათესვა , ყვავილების გამრავლება



X



         

5.ტერიტორიის დალაგება და ნერგების დარგვა





X



6.ყვავილების  და დარგული ხეების მოვლა.




Х


7.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;





X

18. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X


25.10.2019 წ.
















Комментариев нет:

Отправить комментарий