суббота, 14 ноября 2015 г.

დღე მეცხრე

დღეს  მოვისმინეთ  ტრენინგის  თითოეული  მონაწილის  პრეზენტაცია  და  აღვნიშნეთ პრეზენტაციის  დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები.  საინტერესო  და  ნაყოფიერი  დღე  იყო.  ტრენინგი  დასრულდა.  დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  -ლილი  ზოიძეს.  

четверг, 12 ноября 2015 г.

ტრენინგის შეჯამება


      ტრენინგის  - " ინტელის  სასწავლო  კურსი  "- მიზანი  იყო  პროექტებით  სწავლება  და  თანამედროვე  ტექნოლოგიების  გამოყენება  სასწავლო  პროცესში.  ტრენინგის  განმავლობაში  გავეცანით  ინტერნეტ  სახელმძღვანელოს, რომელშიც  მოცემულია  უამრავი  მასალა  და  რესურსი.  დავგეგმეთ  პროექტი  და   გავაკეთეთ  პროექტის  პრეზენტაცია.  ეს  ყველაფერი  ხელს  უწყობს  ისტ-ის  ინტეგრირებას  სასწავლო  პროცესთან  და  ეროვნული  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებული  შედეგების  მიღწევას.
     დიდი  მადლობა  განათლების  სამინისტროს  ასეთი  საინტერესო  ტრენინგისთვის,  დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ლილი  ზოიძეს,  როგორც  პროფესიონალს  და  როგორც  საუკეთესო  ადამიანური  თვისებების  მქონე  პიროვნებას. დავასრულეთ  ტრენინგი  და  ავტვირთეთ ბლოგზე საქაღალდე.
 

среда, 11 ноября 2015 г.

დღე მერვე

განვიხილეთ  მოდული  6-ის  შემდეგი  აქტივობები:  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომის  ადაპტირება;  შეფასების  დაგეგმვა  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომისათვის;  პროექტის  გეგმის  მიმოხილვა; პორტფოლიოს  ჩეკლესტი.ჩვენი  საინტერესო  ტრენინგი  დასასრულს  უახლოვდება.

суббота, 7 ноября 2015 г.

დღე მეშვიდე

განვვიხილეთ  მოდული  5.  ვისაუბრეთ  მოსწავლეთა  შეფასებაზე.  შევავსეთ  შეფასების  ცხრილი

воскресенье, 1 ноября 2015 г.

დღე მეექვსე

დღეს  განვიხილეთ  მოდული  4.ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებების  დაცვის  შესახებ.  დავიწყეთ  მოსწავლის  თვალით  დანახული  პრეზენტაციის  მომზადება.ავტვირთეთ  ბლოგზე  პროექტის  პრეზენტაცია,,ცოცხალი  ორგანიზმების  საარსებო  გარემო"საინტერესო  და  ნაყოფიერი  დღე  იყო.